Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ვანო მერაბიშვილი: პროკურატურა ასრულებს ივანიშვილის პირად დავალებებს


არჩილ კბილაშვილს ”ოპონენტების ჯალათი და ჯალათების ადვოკატი” უწოდა ნაციონალური მოძრაობის გენერალურმა მდივანმა. ქუთაისის საქალაქო სასამართლოში დღევანდელ სხდომაზე ვანო მერაბიშვილმა წაიკითხა განცხადება, რომლის თანახმად, არჩილ კბილაშვილმა პროკურატურა აქცია ბიძინა ივანიშვილის პირადი შურისძიების ინსტრუმენტად. ”ბოლო 1 წლის განმავლობაში პროკურატურა ასრულებს ივანიშვილის პირად დავალებებს რაც გულისხმობს, პოლიტიკური ოპონენტების განადგურებას, ალტერნატიული აზრის მოსპობას, ნაციონალური მოძრაობის დაშლას და პოლიტიკური სივრციდან მის გაქრობას”, - ნათქვამია მერაბიშვილის განცხადებაში.
XS
SM
MD
LG