Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ანდრო ბარნოვი განმარტებას აკეთებს მოქალაქეობის მსურველთათვის


პრეზიდენტის ადმინისტრაციის ყოფილი უფროსი, ანდრო ბარნოვი საქართველოს მოქალაქეობის მიღების მსურველთათვის განმარტებას აკეთებს. აღნიშნული განცხადება ანდრო ბარნოვის ფეისბუკის გვერდზეა განთავსებული. "იმ მოქალაქეებმა, რომლებმაც საქართველოს პრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილს საქართველოს მოქალაქეობის მოთხოვნით მიმართეს, იმისათვის, რომ მიიღონ ინფორმაცია, მიენიჭათ თუ არა მათ მოქალაქეობა, უნდა მიმართონ იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს. იუსტიციის სახლს იმ განმცხადებლებმა უნდა მიმართონ, რომლებსაც საქართველოს პრეზიდენტმა მოქალაქეობა მიანიჭა; ხოლო მათი განაცხადები, ვისი მოთხოვნაც მოქალაქეობის მიღების თაობაზე არ დაკმაყოფილდა, გადაგზავნილია იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოში. დამატებითი ინფორმაციის მისაღებად, მოქალაქეებს ასევე შეუძლიათ დარეკონ პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცხელ ხაზზე, მობრძანდნენ პრეზიდენტის ადმინისტრაციაში ან მიაკითხონ იუსტიციის სამინისტროს", - აღნიშნულია განცხადებაში.
XS
SM
MD
LG