Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მოსკოვის მართვის სახელმწიფო უნივერსიტეტში განგაში ბომბის გამო ყალბი გამოდგა


ყალბი გამოდგა განგაში, რომელიც მოსკოვის მართვის სახელმწიფო უნივერსიტეტში გამოცხადდა. მოსკოვის ცენტრში მდებარე უნივერსიტეტში პოლიცია მივიდა მას მერე, რაც უცნობმა პირმა ტელეფონით დარეკა და თქვა, რომ შენობაში ბომბია. ხუთი ათასამდე სტუდენტი და მასწავლებელი ევაკუირებულ იქნა. საგანგებოდ გაწვრთნილი ძაღლებით პოლიცია რამდენიმე საათის განმავლობაში ჩხრეკდა შენობას. ბომბს ვერ მიაგნეს.
XS
SM
MD
LG