ჟენევაში მეორე დღეა გრძელდება ირანსა და მსოფლიოს ექვს წამყვან ქვეყანას შორის მოლაპარაკება თეირანის ბირთვული პროგრამის გარშემო, რის დროსაც თეირანი გააფრთხილეს, ნუ გაამყარებს უნდობლობას ამ თვის დასაწყისში უშედეგო მოლაპარაკების გამო. მოლაპარაკების დროს უნდა შეთანხმდნენ ირანის ბირთვული საქმიანობის შეზღუდვაზე თეირანისთვის დასავლეთის მიერ დაწესებული სანქციების შეჩერების სანაცვლოდ. ირანის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, აბას არაყჩიმ სახელმწიფო ტელევიზიას განუცხადა, რომ მთავარი ზღუდე ნდობის ნაკლებობაა იმის გამო, რაც ბოლო რაუნდისას მოხდა. მისივე თქმით, დიდი განსხვავების მიუხედავად, მორიგება შესაძლებელი იყო, წამყვანი ქვეყნები მეტად მოქნილი რომ ყოფილიყვნენ და კეთილი ნება გამოევლინათ. ხუთშაბათის მოლაპარაკება დაიწყო ექვსი ქვეყნის ოფიციალური წარმომადგენლის, კეტრინ ეშტონის და ირანის საგარეო საქმეთა მინისტრის, ჯავად ზარიფის შეხვედრით. დასავლეთი ვარაუდობს, რომ ირანი ბირთვული იარაღის შექმნაზე მუშაობს, თეირანი ასეთ ბრალდებას უარყოფს.
ყველაზე პოპულარული
1