Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ეგვიპტე თურქეთის ელჩს ქვეყნის დატოვებას სთხოვს


ეგვიპტის ხელისუფლებმა თურქეთის ელჩს ქვეყნის დატოვება სთხოვეს და განაცხადეს ორ ქვეყანას შორის დიპლომატიური ურთიერთობების შეზღუდვის შესახებ. ეგვიპტის საგარეო საქმეთა სამინისტრომ თურქეთი დაადანაშაულა თავის საშინაო საქმეებში ჩარევაში. მოგვიანებით, თურქეთმა ეგვიპტის ელჩი ამ ქვეყანაში პერსონა ნონ გრატად, არასასურველ პირად გამოაცხადა. სამინისტროს განცხადებით, ორ ქვეყანას შორის დიპლომატიურ ურთიერთობა შემოიფარგლება საქმეთა დროებითი რწმუნებულებით. ადრე კაირომ ანკარიდან თავის ელჩი გაიწვია. ეგვიპტის ეს მოქმედება გამოიწვია თურქეთის ხელისუფლების მხრიდან ეგვიპტის არჩეული პრეზიდენტის, მურსის ჩამოგდების მიმართ კრიტიკამ. მურსის ისლამისტები უჭერენ მხარს. თურქეთი თვლის, რომ ეს სახელმწიფო გადატრიალება იყო.
XS
SM
MD
LG