Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მომავალ კვირაში გახდება საჯარო ასოცირების შეთანხმების პარაფირებული ტექსტი


საქართველოსა და ევროკავშირს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმების პარაფირებული ტექსტი მომავალ კვირაში გახდება საჯარო. როგორც "ინტერპრესნიუსს" საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის პირველმა მოადგილემ, დავით ზალკანიანმა ვილნიუსში განუცხადა, დოკუმენტს ევროკავშირი სავარაუდოდ, ორშაბათს გაასაჯაროებს. ასოცირების შესახებ შეთანხმების პარაფირებული ტექსტი თავდაპირველად ინგლისურ ენაზე გამოქვეყნდება და საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურ ვებგვერდზეც განთავსდება. ამასთან, ევროკავშირის წესებით, დოკუმენტი ძალაში შესვლამდე საიდუმლოა, მაგრამ საქართველო-ევროკავშირი ამ შემთხვევაში გამონაკლისის დაშვებაზე შეთანხმდა. ასოცირების შეთანხმების ტექნიკური პარაფირება გუშინ დასრულდა. 1000-გვერდიანი დოკუმენტის ყველა გვერდს საგარეო საქმეთა მინისტრის პირველმა მოადგილე დავით ზალკალიანმა და ეკონომიკის მინისტრის მოადგილე მიხეილ ჯანელიძემ ლიტვის საგარეო საქმეთა სამინისტროში მოაწერეს ხელი. დოკუმენტზე სიმბოლური ხელმოწერა დღეს მოხდება.
XS
SM
MD
LG