Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ყაზანში დაღუპული თვითმფრინავის პილოტები საეჭვო რეპუტაციის სასწავლებლებში სწავლობდნენ


რუსეთში გამომძიებლების თქმით, პილოტს და მის თანაშემწეს, რომლებიც ყაზანთან ახლოს გასულ თვეში ჩამოვარდნილ თვითმფრინავს მართავდნენ, დამთავრებული ჰქონდათ კურსები საავიაციო ცენტრებში, რომლებიც მოგვიანებით დახურეს, უკანონოდ მუშაობის ეჭვის გამო. 17 ნოემბერს მომხდარ ავიაკატასტროფას ემსხვერპლა 50 ადამიანი - 44 მგზავრი და ეკიპაჟის ექვსი წევრი. საჰაერო ტრანსპორტის ფედერალური სააგენტოს პრესმდივნის, ალექსანდრ ნერადკოს განცხადებით, პილოტი კალუგაში მოქმედი საწვრთნელი ცენტრის კურსდამთავრებული იყო, მის თანაშემწეს კი ჩრდილო-დასავლეთში მოქმედ ცენტრში ჰქონდა გავლილი წვრთნა. მოგვიანებით ორივე სკოლა დახურეს. საგამოძიებო კომიტეტის პრესმდივნის, ვლადიმირ მარკინის განცხადებით, არსებობს საფუძველი ვარაუდისთვის, რომ რუსეთში მოქმედი მცირე ავიაკომპანიების პილოტებს ფაქტობრივად „ყალბი კომერციული ლიცენზიები“ აქვთ და სრულფასოვანი წვრთნა არ აქვთ გავლილი.
XS
SM
MD
LG