Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჩინეთიდან შინისკენ გზაზე იანუკოვიჩი რუსეთში შეჩერდა


უკრაინის პრეზიდენტი, ვიქტორ იანუკოვიჩი ჩინეთიდან შინისკენ მიმავალ გზაზე რუსეთში შეჩერდა და ხანმოკლე მოლაპარაკება გამართა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინთან. რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივნის, დმიტრი პესკოვის თქმით, პუტინის და იანუკოვიჩის შეხვედრა სოჭში გაიმართა. პესკოვის ინფორმაციით, პრეზიდენტებმა განიხილეს ვაჭრობის და ეკონომიკური საკითხები. ჩინეთს იანუკოვიჩი ოთხდღიანი ვიზიტით სტუმრობდა. იქიდან ის პირდაპირ უნდა დაბრუნებულიყო უკრაინაში, სადაც ევროპული ორიენტაციის მომხრე დემონსტრანტები განაგრძობენ აქციებს და სამთავრობო შენობების ბლოკადას - პოლიციის მხრიდან გაფრთხილებების ფონზე. დემონსტრანტები მთავრობის გადადგომას მოითხოვენ მას შემდეგ, რაც იანუკოვიჩმა, რუსეთის მხრიდან ზეწოლის შედეგად, უარი თქვა ევროკავშირთან ასოცირების და ვაჭრობის ხელშეკრულების გაფორმებაზე.ხუთშაბათს, დემონსტრანტების წინაშე გამოსვლისას ოპოზიციის ლიდერმა, ცნობილმა მოკრივემ ვიტალი კლიჩკომ განაცხადა, ერთად თუ დავდგებით, გამარჯვებას შევძლებთო.
XS
SM
MD
LG