Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გაეროს სპეციალისტებმა ირანში მძიმე წყლის ობიექტი მოინახულეს


ირანის მედიაში გავრცელებული ცნობით, გაეროს ატომური სააგენტოს სპეციალისტებმა კვირას მოინახულეს ბირთვულ პროგრამასთან კავშირის მქონე მძიმე წყლის ობიექტი. ორ წელზე მეტი დროის განმავლობაში პირველად ხდება, რომ ატომური ენერგეტიკის საერთაშორისო სააგენტოს ინსპექტორები ცენტრალური ირანის ქალაქ არაკში მდებარე ამ ობიექტზე მივიდნენ. ირანის სახელმწიფო ტელევიზიამ მოიტანა ქვეყნის ატომური ენერგეტიკის ორგანიზაციის ხელმძღვანელის, ბეჰრუზ კამალვანდის სიტყვები - რომ გაეროს ინსპექტორებმა კვირას დაიწყეს ობიექტის ერთდღიანი შემოწმება. მათი ვიზიტი ნაწილია 24 ნოემბერს მიღწეული შეთანხმებისა ირანსა და მსოფლიოს ექვს წამყვან ქვეყანას შორის. შუალედური შეთანხმება ირანისგან მოითხოვს ბირთვული პროგრამის გარკვეული ელემენტების შეჩერებას ექვსი თვის განმავლობაში, სანაცვლოდ კი სართაშორისო სანქციების შემსუბუქებას პირდება. ამ შეთანხმების ფარგლებში ირანი დათანმხდა არ აამუშაოს არაკის რეაქტორი - რომელიც შესძლებდა იარაღისთვის გამოსადეგი დონის პლუტონიუმის წარმოებას.
XS
SM
MD
LG