Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ნაციონალურ მოძრაობაში მიხეილ სააკაშვილის კიევში ჩასვლას გამოეხმაურნენ


ნაციონალურ მოძრაობაში მიიჩნევენ, რომ მიხეილ სააკაშვილის პერსონა ნონ გრატად გამოცხადება უკრაინის მთავრობის კიდევ ერთი პოლიტიკური შეცდომა იქნება. თბილისში დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე საპარლამენტო უმცირესობის დეპუტატმა გიორგი ვაშაძემ განაცხადა, რომ ევროპული ინტეგრაციის მომხრე უკრაინელი ხალხის მხარდასაჭერად საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი კიევში ევროპელ ლიდერებთან ერთად ჩავიდა. ვაშაძის შეფასებით, უკრაინის ევროპული მომავალი მნიშვნელოვანწილად განაპირობებს საქართველოს ევროპულ მომავალს, რადგან ამ მიზნისთვის ორი ქვეყანა ერთად იბრძოდა. "თუ რუსეთმა დღეს არ წაიტეხა ხელი უკრაინაში ბინძური თამაშით, მაშინ მას ექნება გაცილებით უფრო მოტივირებული მდგომარეობა, რომ იგივე გააკეთოს საქართველოსთან მიმართებით", - განაცხადა გიორგი ვაშაძემ.
XS
SM
MD
LG