Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ნოდარ ხადური: ეროვნული ვალუტის კურსს რაიმე საფრთხე არ ემუქრება


ლარის კურსის რამდენიმე პუნქტით შემცირებაში რაიმე საგანგაშოს ვერ ხედავს საქართველოს მთავრობა. ფინანსთა მინისტრის ინფორმაციით, ეროვნული ვალუტის კურსს რაიმე საფრთხე არ ემუქრება. ნოდარ ხადურის თქმით, მთავრობის ეკონომიკური გუნდი მუშაობს საქართველოს ეროვნულ ბანკთან ერთად, რომელსაც აქვს შესაბამისი რესურსი იმისთვის, რომ „ლარს არაფერი დაემართოს.“ ფინანსთა მინისტრის განცხადებითვე, ნებისმიერი ვალუტის კურსი, გარდა ბელორუსიისა, ამ პერიოდში იცვლება ზუსტად ისე, როგორც იცვლება ლარის კურსი დოლართან მიმართებით.
XS
SM
MD
LG