Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ისრაელ-ლიბანის საზღვართან მოკლეს ისრაელი ჯარისკაცი


ისრაელის სამხედრო უწყების ინფორმაციით, ლიბანთან საზღვრის მახლობლად მოკლეს ისრაელი ჯარისკაცი. განცხადების თანახმად, ჯარისკაცს ლიბანის არმიის სნაიპერმა ესროლა. ლიბანის სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო ადასტურებს, რომ ისრაელის ჯარისკაცს ლიბანის არმიის სამხედრომ ესროლა. უფრო ადრე ისრაელის არმიამ განაცხადა, რომ ლიბანის მხრიდან სროლა გაეროს მშვიდობისმყოფელებთან გააპროტესტა და განუცხადა, რომ „არ მოითმენს აგრესიას ისრაელის სახელმწიფოს წინააღმდეგ“. სამხრეთ ლიბანში გაეროს ძალების წარმომადგენელმა განაცხადა, რომ ის ინფორმირებულია „სერიოზული ინციდენტის“ შესახებ. ლიბანური წყაროების თანახმად, სროლის შემდეგ მათ დაკარგეს ლიბანელ ჯარისკაცთან კონტაქტი.
XS
SM
MD
LG