Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბაქოში გაიმართა ღარიბაშვილის და ალიევის შეხვედრა


საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი, აზერბაიჯანში მიმდინარე სამუშაო ვიზიტის ფარგლებში შეხვდა პრეზიდენტ ილჰამ ალიევს. სააგენტო „ინტერპრესნიუსი“ პრემიერის პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება, რომ შეხვედრაზე ღარიბაშვილმა კიდევ ერთხელ გამოხატა აზერბაიჯანთან პოლიტიკური, ეკონომიკური, კულტურული და ენერგეტიკული თანამშრომლობის გაღმავების სურვილი. ღარიბაშვილმა ალიევს მადლობა გადაუხადა აზერბაიჯანის ხელისუფლების მხრიდან საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მიმართ გამოხატული მხარდაჭერის გამო. 17 დეკემბერს საქართველოს პრემიერ-მინისტრი სიტყვით გამოვა კონფერენციაზე, რომელზეც შაჰდენიზის პროექტის მეორე ფაზის დაფინანსების შეთანხმებას განიხილავენ.
XS
SM
MD
LG