Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პრეზიდენტი დარწმუნებულია, რომ პროკურატურა დააკმაყოფილებს მაღალ სტანდარტებს


ნაციონალური მოძრაობის ლიდერთა განცხადებას, რომ მათ წინააღმდეგ პოლიტიკური დევნა მიმდინარეობს, საქართველოს პრეზიდენტი გამოეხმაურა. „იქნება ეს მერაბიშვილის, თუ უგულავას საქმე, პასუხი მარტივი და ნათელია - ყველა ადამიანს გააჩნია უფლებები და ვალდებულებები, ხოლო სახელმწიფო ვალდებულია სამართალდამცავების მხრიდან არსებული კითხვები დასვას ძალიან ნათლად და პასუხი მოითხოვოს კანონის ფარგლებში“, - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა. პრეზიდენტი დარწმუნებულია, რომ პროკურატურა დააკმაყოფილებს ყველაზე მაღალ დასავლურ სტანდარტებს, რადგან საგანგებო ყურადღება იქნება სწორედ იმ შემთხვევებზე, სადაც ზოგიერთები ვარაუდობენ, რომ შესაძლოა იყოს პოლიტიკური დევნა. “ყველაფერი უნდა განხორციელდეს ისე, როგორც ამას ითხოვს კანონი და არა საგანგებოდ მერაბიშვილისთვის, ან რომელიმე სხვა შემთხვევისთვის“ - განაცხადა მარგველაშვილმა და დასძინა, რომ მოქალაქე მერაბიშვილს აქვს უფლებები, რომლებიც კანონის შესაბამისად უნდა იყოს დაცული.
XS
SM
MD
LG