Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დავით ბაქრაძე მთავარი პროკურორის საკითხს გამოეხმაურა


საპარლამენტო უმცირესობის ლიდერს იმედი აქვს, რომ მთავარი პროკურორის საკითხს საქართველოს მთავრობა „სახელმწიფოებრივად შეხედავს.“ დავით ბაქრაძის განცხადებით, ყაჩაღობა და ქურდობა მძიმე დანაშაულია, რომლის ჩამდენს არ აქვს პოლიტიკურ-სამართლებრივი და მორალური უფლება იყოს მთავარი პროკურორის პოსტზე. ბაქრაძემ იმედი გამოთქვა, რომ ინფორმაციის დაზუსტებამდე ფარცხალაძეს უფლებამოსილება შეუჩერდება, დადასტურების შემთხვევაში კი თანამდებობიდან გათავისუფლდება.
XS
SM
MD
LG