Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ალექსანდრე ტაბატაძე იუსტიციის მინისტრის მოადგილედ დაინიშნა


პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის 23 დეკემებრის ბრძანებით შინაგან საქმეთა მინისტრის უკვე ყოფილი მოადგილე ალექსანდრე ტაბატაძე იუსტიციის მინისტრის, თეა წულუკიანის მეხუთე მოადგილედ დაინიშნა. ალექსანდრე ტაბატაძე შინაგან საქმეთა ორგანოებში 90-იან წლებში ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის ხაზით მაღალ თანამდებობებზე მუშაობდა, თუმცა 2003 წლის „ვარდების რევოლუციის“ შემდეგ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში დაწყებული რეფორმების პროცესში, ალექსანდრე ტაბატაძე ჯერ დააქვეითეს, შემდეგ კი საერთოდ ჩამოაშორეს უწყებას. 2012 წლის ოქტომბერში, საპარლამენტო არჩევნებში კოალიცია „ქართული ოცნების“ გამარჯვებსი შემდეგ ალექსანდრე ტაბატაძე შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის პოსტზე დაინიშნა, რასაც ოპოზიციაში გადასულმა „ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“ ხელისუფლებაში „შევარდნაძის კორუმპირებული კადრების“ დაბრუნების საშიში პროცესი უწოდა.
XS
SM
MD
LG