Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ავღანეთი არჩევნების უსაფრთხოდ ჩატარების პირობას დებს



ავღანეთის უსაფრთხოების ხელმძღვანელობა პირობას დებს, რომ აპრილისათვის დანიშნული არჩევნების დროს ქვეყნის თითქმის ყველა საარჩევნო უბანზე უზრუნველყოფილი იქნ ებს უსაფრთხოება. როგორც შაბათს განაცხადა ქვეყნის შინაგან საქმეთა მინისტრმა სადიყ სადიყმა, ქვეყნის 6845 საარჩევნო უბნიდან უსაფრთხოება გარანტირებულია 90%-ის შემთხვევაში. რაც შეეხება დანარჩენ 414 საარჩევნო უბანს, სადიყის თანახმად ტარდება ზომები, მათი უსაფრთხოებისათვის. ავღანეთში არმიის ხელმძღვანელობაც დარწმუნებულია, რომ 2014 წლის საპრეზიდენტო არჩევნების დროს უსაფრთხოების გარემო ქვეყანაში ბევრად უფრო უკეთესი იქნება, ვიდრე წინა 2009 საპრეზიდენტო და 2010 წლის საპარლამენტო არჩევნების დროს იყო. თალიბანი არჩევნების ჩაშლით იმუქრება და მოუწოდეს მოსახლეობას არ მიიღონ მონაწილეობა ხმის მიცემაში.
XS
SM
MD
LG