აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ჯონ კერი და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი დღეს პარიზში იმსჯელებენ ირანის როლზე სირიაში სამოქალაქო ომის დასრულებაში. ჯონ კერიმ განაცხადა, რომ მომავალ კვირაში სირიის საკითხზე დაგეგმილი სამშვიდობო კონფერენცია იქნება გამოცდა სირიის ოპოზიციისთვის, რომელიც კონფერენციაზე დაუსწრებლობით იმუქრება. დანაწევრებული სირიის ეროვნული კოალიცია მსჯელობს - დაესწროს, თუ არა 22 იანვრის კონფერენციას. ირანმა კი განაცხადა, რომ მას არ სურს მეორეხარისხოვანი როლი ითამაშოს სირიის საკითხზე სამშვიდობო კონფერენციაში.
ყველაზე პოპულარული
1