Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ნობელის პრემიის ლაურეატებმა პუტინს "დისკრიმინაციული კანონის" გაუქმებისაკენ მოუწოდეს


ნობელის პრემიის დაახლოებით 30-მა ლაურეტამა მოაწერა ხელი მიმართვას, რომელიც მოუწოდებს რუსეთის პრეზიდენტს გააუქმოს კანონი, რომელიც ლგბტ საზოგადოების წევრთა უფლებებს არღვევს. ღია წერილში, რომელიც გაზეთ The Independent-შია გამოქვეყნებული კანონს ეწოდება „ჰომოფობიური“, რომელიც მსოფლიოში მზარდა აღშფოთებას იწვევს. მიმართვის მოთხოვნები, სერ ჰარი კროტოსა და მისი მეგობრის სერ იან მაკკელენის, საერთაშორისო ლგბტ მოძრაობის გავლენიანი აქტივისტის მიერ არის ფორმულირებული. ზამთრის სოჭის ოლიმპიადა სტარტს ექვს თებერვალს აიღებს და ორი კვირას გასტანს. ორშაბათს უფლებადამცველმა ორგანიზაცია "ჰიუმან რაითს უოჩმა" გამოაქვეყნა სოჭის ოლიმპიური და პარაოლიმპიური თამაშებისათვის განკუთვნილი გზამკვლევი ჟურნალისტებისათვის, რომელშიც სპორტული ასპარეზობის მსვლელობის დროს მოსალოდნელ საფრთხეებსა და ადამიანის უფლებების ფართოდ გავრცელებულ დარღვევებზეა ყურადღება გამახვილებული.
XS
SM
MD
LG