Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კერი სირიის ოპოზიციას ჟენევაში ჩასვლისკენ მოუწოდებს


აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ჯონ კერიმ ხუთშაბათს მოუწოდა სირიის გაყოფილ ოპოზიციურ ძალებს, შეუერთდნენ მოალაპარაკებებს, რომელზეც სირიის გარდამავალი ხელისუფლება უნდა დაფუძნდეს. ოპოზიცია აპირებს ხვალ უყაროს კენჭი 22 იანვრისთვის დაგეგმილ ჟენევის კონფერენციაზე წასვლა-არწასვლის საკითხს. მოსკოვმა კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ ირანი აუცილებლად გახდება სირიაში სამოქალაქო ომის დასრულების მცდელობის ნაწილი და ამიტომ უნდა ჩაერთოს პროცესში. ირანი არ მიიღებს მონაწილეობას სირიის შესახებ მომავალი კვირისთვის დაგეგმილ საერთაშორისო სამშვიდობო კონფერენციაში, თუ მას საამისოდ პირობების შესრულება მოუწევს. ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ჯავად ზარიფმა განაცხადა ხუთშაბათს მოსკოვში, რუს კოლეგა სერგეი ლავროვთან შეხვედრის შემდეგ, რომ ირანი არ მიიღებს მონაწილეობას სირიის შესახებ მომავალი კვირისთვის დაგეგმილ საერთაშორისო სამშვიდობო კონფერენციაში, თუ მას საამისოდ პირობების შესრულება მოუწევს.
ლავროვმა გაეროს გენერალურ მდივანს, ბან კი მუნს მოუწოდა, ირანი და საუდის არაბეთიც მიიწვიოს 22 იანვრის კონფერენციაზე, რომელსაც „ჟენევა 2“-ს უწოდებენ. მისი აზრით, კონფერენციაში რეგიონის წამყვანი ქვეყნების მონაწილეობა ხელს შეუწყობს პოლიტიკური გამოსავლის პოვნას სირიაში თითქმის სამწლიანი კონფლიქტისათვის ბოლოს მოსაღებად. შეერთებული შტატები აცხადებს, რომ თეირანს კონფერენციაში მონაწილეობა შეუძლია, თუ მხარს დაუჭერს დიპლომატების მიერ უფრო ადრე მიღწეულ შეთანხმებას, რომ სირიის გარდამავალ მთავრობაში არ იქნებიან პრეზიდენტი ბაშარ ალ-ასადი, ან მისი ახლო მოკავშირეები.
XS
SM
MD
LG