Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უკრაინაში ამოქმედდა კანონები, რომლებიც საპროტექსტო აქციების გამართვის წესებს ამკაცრებს


უკრაინაში დღეიდან ამოქმედდა კანონები, რომლებიც საპროტესტო აქციების გამართვის წესებს ამკაცრებს. 16 იანვარს, უმაღლესი რადის მიერ მიღებული კანონები, რომლებიც საპროტესტო აქციების გამართვის წესებს ამკაცრებს. ამის შესახებ ტელეკომპანია TCN იუწყება. ახალი კანონების თანახმად, იკრძალება საპროტესტო აქციებში ნიღბებითა და ჩაფხუტებით მონაწილეობა, ბარიკადების აგება და კარვების გაშლა სპეციალური ნებართვის გარეშე. კანონის დარღვევის შემთხვევაში, მათ შეეფარდებათ ჯარიმები და ადმინისტრაციული პატიმრობა, ჯგუფური დარღვევის შემთხვევაში 2 წლამდე პატიმრობა, მილიციელის მიმართ მუქარისთვის კი 7 წლამდე პატიმრობაა გათვალისწინებული. იკრძალება ავტოკოლონაში ხუთზე მეტი ავტომობილით გადაადგილებაც. ამასთან, მოსამართლეებსა და მათ ნათესავებზე ინფორმაციის შეგროვებისთვის გათვალისწინებულია ჯარიმა 8,5 ათასი გრივნის ოდენობით.
XS
SM
MD
LG