Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

იანუკოვიჩი: უკრაინის ხელისუფლებამ ყველა ვალდებულება შეასრულა


უკრაინის პრეზიდენტ ვიქტორ იანუკოვიჩის განცხადებით, ხელისუფლებამ ყველა ვალდებულება შეასრულა ქვეყანაში კრიზისის მოსაგვარებლად. განცხადებაში, რომელიც ხუთშაბათს გამოაქვეყნა იანუკოვიჩის ადმინსტრაციამ, პრეზიდენტი ოპოზიციას ადანაშაულებს დაძაბულობის გამწვავებაში. ამასთან, იანუკოვიჩი აღიარებს, რომ ხელისუფლებამ შეცდომები დაუშვა და პირობას დებს, რომ მეტი გაგებით მოეკიდება ხალხის მოთხოვნებსა და მისწრაფებებს. განცხადება გავრცელდა მას შემდეგ, რაც ოპოზიციამ უარი თქვა ამნისტიის შესახებ კანონპროექტის მხარდაჭერაზე. კანონპროექტი უკრაინის პარლამენტის ოთხშაბათის სხდომაზე დაამტკიცეს იანუკოვიჩის „რეგიონების პარტიის“ მხარდაჭერით. მიმდინარე კვირაში იანუკოვიჩმა მიიღო მთავრობის გადადგომა და პარლამენტმა გააუქმა დემონსტრაციების შემზღუდველი კანონები. მაგრამ ოპოზიცია და დემონსტრანტები ამ ზომებს არასაკმარისად მიიჩნევენ. ხუთშაბათს გავრცელდა აგრეთვე ინფორმაცია, რომ პრეზიდენტი ავად არის და ბიულეტენზე გავიდა. განცხადებაში არ არის ნათქვამია, როდის დაუბრუნდება ის სამუშაო ადგილს.
XS
SM
MD
LG