Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კაიროში მურსის სასამართლო პროცესი განახლდა


ეგვიპტის დედაქალაქში უსაფრთხოების გაძლიერებულ პირობებში განახლდა ამ ქვეყნის ხელისუფლებისგან ჩამოშორებული პრეზიდენტის, მოჰამედ მურსის სასამართლო პროცესი. მას და „მუსლიმთა საძმოდ“ წოდებული, ეგვიპტეში აკრძალული გაერთიანების კიდევ 15 აქტივისტს ბრალად ედებათ პრეზიდენტის სასახლესთან დემონსტრანტების მკვლელობაში წაქეზება 2012 წლის დეკემბერში. მურსის მიმართ აფძრულია ოთხი საქმე. პარასკევს „მუსლიმთა საძმოს", მომხრეთა და პოლიციას შორის შეტაკება იყო, როცა აკრძალული გაერთიანეობის წევრები მჯდომარე დემოსნტრაციის გამართვას ლამობდნენ.
XS
SM
MD
LG