Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

იემენში გერმანიის მოქალაქე გაიტაცეს


იემენში გაიტაცეს გერმანის მოქალაქე იმ მიზნით, რომ მისი განთავისუფლების სანაცვლოდ, იემენის ხელისუფლებმა გამტაცებლების დაკავებული ნათესავები გაუშვან. გამტაცებლებმა ჟურნალისტებს ტელეფონით აცნობეს, რომ მათ ჰყავთ გატაცებული 60 წლის გერმანელი მოქალაქე დედაქალაქ სინააში. იემენის საგარეო საქმეთა მინისტრმა, აბუ ბაქრ ალ-ყირბიმ განაცხადა, რომ ცდილობენ უვნებლად გაათავისუფლონ გერმანიის მოქალაქე და გამტაცებლები მართლმსაჯულებას წარუდგინონ. გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ მისთვის ცნობილია გატაცების ფაქტი და თანამშრომლობს იემენის ხელისუფლებთან პრობლემის მოსაგვარებლად. ასეთი შემთხვევები ბოლო 15 წელიწადში ასობით მომხდარა იმენეში, როცა გატაცებას მთავრობაზე ზეწოლისთვის იყენებენ. თითქმის ყველა შემთვევაში გატაცებულს უვნებლად უშვებენ.
XS
SM
MD
LG