Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პროკურატურა აზუსტებს კეზერაშვილის გათავისუფლების პირობას


საქართველოს მთავარი პროკურატურის ინფორმაციით, დავით კეზერაშვილი პატიმრობიდან ელექტრონული სამაჯურის გამოყენების პირობით გათავისუფლდა. როგორც "ინტერპრესნიუსს" პროკურატურიდან აცნობეს, ფრანგმა მოსამართლემ დავით კეზერაშვილს აუკრძალა საფრანგეთის ტერიტორიის დატოვება და დააკისრა ვალდებულება იცხოვროს ექს-ან-პროვანსში მოსამართლის მიერ მითითებულ კონკრეტულ მისამართზე. „გარდა ამისა, სასამართლოს გადაწყვეტილებით, დავით კეზერაშვილმა სასამართლოს უნდა ჩააბაროს მისი ორი პასპორტი. საქართველოს მთავარი პროკურატურა აგრძელებს ექსტრადიციის საკითხზე მუშაობას ფრანგ კოლეგებთან სამართლებრივი თანამშრომლობის ფარგლებში", - აცხადებენ საქართველოს მთავარ პროკურატურაში. დავით კეზერაშვილი საფრანგეთის სასამართლომ დღეს გაათავისუფლა.
XS
SM
MD
LG