Accessibility links

უკრაინაში 12 ადამიანი შეიწირა მატარებელთან მიკროავტობუსის შეჯახებამ


უკრაინის პრეზიდენტის პრესსამსახურის ცნობით, სულ ცოტა, 12 ადამიანი დაიღუპა მატარებელთან მიკროავტობუსის შეჯახების შედეგად. ავარია ჩრდილო-აღმოსავლეთ უკრაინაში მდებარე სუმის რეგიონში მოხდა. ამავე წყაროს ცნობით, საავადმყოფოში მოათავსეს ავარიის შედეგად დაშავებული ხუთი ადამიანი. განცხადება გაავრცელა სუმის რეგიონის პროკურატურამაც: ის 13 დაღუპულსა და შვიდ დაშავებულზე იუწყება და მომხდარზე პასუხისმგებლობას აკისრებს მიკროავტობუსის მძღოლს, რომელმაც „უგულებელყო“ მატარებლის მოახლოების მაუწყებელი სიგნალი.

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

XS
SM
MD
LG