Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კოსოვოში გადადგა უნივერსიტეტის რექტორი, საპროტესტო გამოსვლების ფონზე


კოსოვოში გადადგა პრიშტინის უნივერსიტეტის რექტორი იბრაჰიმ გაში მას შემდეგ, რაც პარასკევს შეტაკებები მოხდა პოლიციას და დემონსტრანტებს შორის. აქციის მონაწილეები რამდენიმე პროფესორს, მათ შორის რექტორს ადანაშაულებენ სამეცნიერო კვალიფიკაციის დამადასტურებელი დოკუმენტების გაყალბებაში. იბრაჰიმ გაში, რომელიც კოსოვოს მმართველი კოალიციის მხარდაჭერით სარგებლობს, ოპოზიციურ ძალებს აკისრებს პასუხისმგებლობას საპროტესტო აქციის დროს მომხდარ ძალადობაზე. პრიშტინაში კვირაზე მეტია გრძელდება აქციები უმეტესწილად სტუდენტების მონაწილეობით და რამდენიმე პროფესორის გადადგომის მოთხოვნით. მანამდე კოსოვოს მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ ეს პროფესორები გაყალბებულ ვებსაიტებზე აქვეყნებენ თავიანთ ნაშრომებს აკადემიური კვალიფიკაციის დასასაბუთებლად.
XS
SM
MD
LG