Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ქუთაისის მერის მოვალეობის შესრულებაზე უარი თქვა ქალაქის ვიცე-მერმა


ქუთაისის მერის მოვალეობის შესრულებაზე უარი თქვა ქალაქის ვიცე-მერმა ნიკო კაჭკაჭიშვილმა. მას მოვალეობის შესრულება 12 თებერვალს საღამოს დაავალა საკრებულოს თავმჯდომარემ თამაზ მარგველაშვილმა, რომელმაც თანამდებობიდან დაითხოვა მერის მოვალეობის შემსრულებელი შოთა მურღულია. უარი ნიკო კაჭკაჭიჭვილმა იმით ახსნა, რომ არ სურს ხელი შეუწყოს ქუთაისელთა გაღიზიანებას და ვითარების კიდევ უფრო დაძაბვას. დღეს ქალაქის თვითმმართველობის შენობასთან გაიმართა საპროტესტო აქცია, რომელშიც რამდენიმე ასეული ადამიანი მონაწილეობდა. მათ მერის მოვალეობის შემსრულებლად შოთა მურღულიას დაბრუნება და საკრებულოს თავმჯდომარის თამაზ მარგველაშვილის გადადგომა მოითხოვეს.
XS
SM
MD
LG