ვენაში შეკრებილი ექვსი წამყვანი სახელმწიფოსა და ირანის წარმომადგენლები ოთხშაბათს შეხვედრის მეორე დღეს კვლავ გააგრძელებენ მოლაპარაკებების ირანის ბირთვულ პროგრამაზე. სამშაბათის მოლაპარაკებები ორივე მხარემ შეაფასა, როგორც „არსებითი.“ ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა ჯავად ზარიფმა, რომელიც ავსტრიაში მიმდინარე მოლაპარაკებებზე ქვეყნის დელეგაციას ხელმძღვანელობს, გამოთქვა იმედი, რომ მსოფლიოს წამყვანი სახელმწიფოები ივლისისათვის ბოლომდე მიიყვანა ბირთვულ შეთანხმებას. მოლაპარეკებები ვენაში არის პირველი მაღალი დონის შეხვედრა 24 ნოემბრის შემდეგ, რომლის კვალობაზეც ირანმა შეამცირა ზოგიერთი ბირთვული პროგრამა ეკონომიკური სანქციების შერბილების სანაცვლოდ.
ყველაზე პოპულარული
1