Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ექსპერტიზამ ზურაბ ხურციას გარდაცვალების მიზეზად დაასახელა გულის იშემიური დაავადება


კიევში საქართველოს მოქალაქის ზურაბ ხურციას გარდაცვალების მიზეზად ექსპერტიზამ გულის იშემიური დაავადება დაასახელა - ამის შესახებ სააგენტო „ინტერპრესნიუსს“ აცნობა უკრაინაში საქართველოს კონსულმა კონსტანტინე საბიაშვილმა. მისი განცხადებით, საკონსულოსთვის ზურაბ ხურციას ნათესავებისგან ცნობილი იყო, რომ ის დიაბეტით იყო დაავადებული, გადატანილი ჰქონდა ინფარქტი და სავარაუდოდ, მდგომარეობამ, რომელშიც აღმოჩნდა, გულის შეტევა გამოიწვია. ზურაბ ხურცია კიევის ცენტრში 18 თებერვალს, დემონსტარნტების და სამართალდამცავების შეტაკებების განახლების დღეს გარდაიცვალა. უკრაინაში საქართველოს კონსულის განცხადებით, გარდაცვლილის სამშობლოში გადასვენებისთვის საჭირო ყველა პროცედურა დასრულებულია და ამჟამად ოჯახის ნებართვას ელოდება კიევის დამკრძალავი ბიურო, რომელმაც გარდაცვლილი აეროპორტამდე უნდა გადაასვენოს.
XS
SM
MD
LG