Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ექსტრემისტები თავს დაესხნენ ავღანეთის პოლიციის განყოფილებას


თვითმკვლელი მოიერიშეები პარასკევს, ქაბულიდან 45 კილომეტრით დაშორებულ მდებარე მთიან სურობის რაიონში პოლიციის შენობას დაესხნენ თავს. ავღანეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ავტომობილი, რომელშიც თვითმკვლელი იჯდა, პოლიციის შესასვლელთან აფეთქდა. დანარჩენმა ორმა თავდამსხმელმა, რომლებისაც ქალის სამოსი ეცვათ, ცეცხლი გაუხსნა შენობის დამცველებს. ორმხრივ სროლაში ერთი პოლიციელი დაიღუპა და ორი დაიჭრა. შეტაკებაში გაანადგურეს ყველა თავდამსხმელი. პასუხისმგებლობა თავდასხმაზე თალიბანმა იკისრა.
XS
SM
MD
LG