Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კლიჩკო ყირიმელებს მოუწოდებს, არ დაუშვან სისხლისღვრა და ქვეყნის გახლეჩა


ვიტალი კლიჩკო ყირიმის მოსახლეობას მოუწოდებს, არ დაუშვან სისხლისღვრა და უკრაინის გახლეჩა. პარტია „უდარის“ ხელმძღვანელი, რომელიც ევროკავშირში უკრაინის ინტეგრაციის მომხრეთა ერთ-ერთი ლიდერია, ამ მოწოდებით გამოვიდა ოთხშაბათს, ყირიმელებისადმი ვიდეომიმართვაში. “მე, ვიტალი კლიჩკო, მთელი პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ არანაირი მითიური რადიკალები და ნაციონალისტები, რომლებითაც გაშინებენ, თქვენსკენ არ მოდიან და არ აპირებენ ნახევარკუნძულის ცხოვრებასა და ჩვეულებებში ჩარევას“, - განაცხადა კლიჩკომ ყირიმელებისადმი ვიდეომიმართვაში. ყირიმის დედაქალაქ სევასტოპოლში დაპირისპირება მოხდა ყირიმის უკრაინის შემადგენლობაში დარჩენის მომხრეებსა და მოწინააღმდეგეებს შორის. იუწყებიან ერთი ადამიანის დაღუპვის შესახებ.
XS
SM
MD
LG