Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ყირიმის პარლამენტმა დანიშნა რეფერენდუმი რეგიონის მომავლის საკითხზე


უკრაინაში ყირიმის ავტონომიური რესპუბლიკის პარლამენტმა მთავრობა დაითხოვა და 25 მაისისათვის დანიშნა რეფერენდუმი ავტონომიური რესპუბლიკის მომავალზე. უკრაინის პრეზიდენტ ვიქტორ იანუკოვიჩის გადაყენების შემდეგ ვითარება სულ უფრო იძაბება რეგიონში, რომლის მოსახლეობის დიდი ნაწილიც პრორუსული კურსის მომხრეა. ყირიმის პარლამენტში ხუთშაბათს გამართულ რიგგარეშე სხდომაზე, დეპუტატებმა მხარი დაუჭირეს ადგილობრივი მთავრობის გადაყენებას და რეფერენდუმის ჩატარებას, რათა გადაწყდეს, უნდა გაძლიერდეს თუ არა რეგიონის ავტონომია. 25 მაისს, როცა, გეგმის მიხედვით, ყირიმში რეფერენდუმი ჩატარდება, უკვე დანიშნულია უკრაინის საპრეზიდენტო არჩევნები.
XS
SM
MD
LG