Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სენატორი მაკკეინი საქართველოსა და მოლდავეთის ნატოში დაჩქარებულ ინტეგრაციას ემხრობა


აშშ-ის სენატორი ჯონ მაკკეინი დასავლეთს მოუწოდებს უკრაინის ყირიმის რეგიონში მიმდინარე კრიზისის ფონზე დააჩქაროს საქართველოსა და მოლდავეთის ნატოში ინტეგრაცია. „სტარტს მივცემთ რაკეტსაწინააღმდეგო სისტემებს ჩეხეთის რესპუბლიკასა და პოლონეთში, დავაჩქარებთ საქართველოსა და მოლდავეთის შესვლას ნატოში და გადავდგამთ სხვადასხვა ნაბიჯებს, რის შემდეგაც, ვიმედოვნებთ, რომ რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი ქცევას შეიცვლის, "- განაცხადა რადიოსადგურ ამერიკის ხმასთან საუბარში გავლენიანმა ამერიკელმა სენატორმა. მაკკეინმა ახსენა ასევე საჰაერო თავდაცვის სისტემების განლაგების აუცილებლობა ჩეხეთის რესპუბლიკასა და პოლონეთში. 2009 წელს აშშ-მა შეაჩერა ცენტრალური ევროპის ქვეყნებში საჰაერო თავდაცვითი ელემენტების განთავსების გეგმა, რომელსაც ევროპა ექსტრემისტული სახელმწიფოებისაგან მოსალოდნელი სარაკეტო იერიშისაგან უნდა დაეცვა.
XS
SM
MD
LG