Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პარტიზანული მებაღეობა საფრთხეში


პარტიზანული მებაღეობა საფრთხეში
please wait

No media source currently available

0:00 0:01:52 0:00
გადმოწერა
პარტიზანი მებაღეები უკვე თვეზე მეტია, თბილისის ცენტრში, ვაკის პარკში, სასტუმროს მშენებლობის შეჩერებას ითხოვენ. მწვანე აქტივისტების პროტესტი დღემდე ყოველგვარი გართულებების გარეშე მიმდინარეობდა, მაგრამ 13 მარტს, გვიან ღამით, მათი ფეისბუკის გვერდზე გავრცელებული განცხადების მიხედვით, „პარტიზანებზე დაიწყო ზეწოლა: დღეს ერთ-ერთი მწვანე პარტიზანი ნატახტარში გაიტაცა დაინტერესებულმა მხარემ, სადაც იყო მუქარა, თანხის შეთავაზება, ა.შ. (ყველაფერი მშვიდობიანად დასრულდა).“ როგორც პარტიზანი მებაღე, მარიამ ბაქრაძე ჰყვება, მათი თანამებრძოლი მწვანე აქტივისტი რამდენიმე ნაცნობმა მანქანაში ჩაისვა და თბილისთან ახლოს, სოფელ ნატახტარში წაიყვანა. „მას დაემუქრნენ, რომ თუ არ ჩამოგვცილდებოდა ან ჩვენ არ დავიშლებოდით, დაგვარბევდნენ,“ ამბობს მარიამ ბაქრაძე. თვითონ დაზარალებული ჟურნალისტებთან ურთიერთობას ერიდება. როგორც პარტიზანი მებაღე, ნატა ფერაძე ამბობს, იგი ცდილობდა მის დარწმუნებას, გაემხილა გამტაცებლების სახელები. ფერაძის თქმით, აქტივისტები ჯერ ცდილობენ, კარგად გაერკვნენ სიტუაციაში, რომ ყველაფერი კანონის ფარგლებში მოგვარდეს. „ჩვენ არ გვინდა, პრობლემა 90-იანი წლების მსგავს საქმის გარჩევებში გადაიზარდოს. ეს თუ ასეთ ფორმას მიიღებს, კარავი დაიშლება და აღარ იარსებებს,“ ამბობს ნატა ფერაძე.
XS
SM
MD
LG