Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პაკისტანში აფეთქებამ შვიდი ადამიანი შეიწირა


პაკისტანში, სულ ცოტა, შვიდი ადამიანი დაიღუპა თვითმკვლელი თავდამსხმელის მიერ მოწყობილი აფეთქების შედეგად. აფეთქება დღეს მოეწყო ჩრდილო-დასავლეთში მდებარე ქალაქ ფეშავარშთან. დაღუპულებს შორის ქალები და ბავშვებიც არიან. დაიჭრა 20-ზე მეტი ადამიანი. თავდასხმა მოეწყო მიუხედავად იმისა, რომ პაკისტანის თალიბანმა 1 მარტს გამოაცხადა ერთთვიანი ზავი, როგორც კეთილი ნების ჟესტი პაკისტანის მთავრობასთან სამშვიდობო მოლაპარაკების დაწყებამდე, თავდასხმაზე პასუხისმგებლობა ჯერ არავის უკისრია.
XS
SM
MD
LG