Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კაიროში ექვსი ჯარისკაცი მოკლეს


ეგვიპტეში ექვსი ჯარისკაცი მოკლეს მათზე მოწყობილი თავდასხმისას. როგორც იუწყებიან, შეიარაღებულმა პირებმა ცეცხლი დაუშინეს არმიის ბლოკ-პოსტს კაიროს გარეუბანში. არმიის პრესმდივნის ინფორმაციით, ჯარისკაცები ლოცულობდნენ, როცა მათ ესროლეს. წინა დღეს კაიროში კიდევ ერთი ჯარისკაცი მოკლეს. ეგვიპტეში ხშირია თავდასხმები უშიშროების ძალებზე მას შემდეგ, რაც არმიამ შარშან ივლისში დაამხო ისლამისტი პრეზიდენტის, მუჰამად მურსის მმართველობა.
XS
SM
MD
LG