Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აშშ-ის სამხედრო ხომალდი განაგრძობს მანევრებს შავ ზღვაში


აშშ-ის სამხედრო ხომალდის, USS Truxtun-ის კაპიტანი აცხადებს, რომ ხომალდი ნატოელ მოკავშირეებთან ერთად განაგრძობს მანევრებს შავ ზღვაში. ამერიკულმა ხომალდმა გასულ კვირაში რუმინეთის და ბულგარეთის გემებთან ერთად ჩაატარა წვრთნები ყირიმის ნახევარკუნძულიდან რამდენიმე ასეულ კილომეტრში. ყირიმს რუსი სამხედროები აკონტროლებენ მას შემდეგ, რაც უკრაინაში საპროტესტო აქციების შედეგად დაემხო პრომოსკოვური კურსის გამტარებელი პრეზიდენტის მმართველობა. აშშ აცხადებს, რომ შავ ზღვაში სამხედრო-საზღვაო მანევრები არ უკავშირდება კრიზისს და წინასწარ იყო დაგეგმილი. მაგრამ ეს მანევრები დროში ემთხვევა წვრთნებს, რომლებსაც პოლონეთში ატარებენ აშშ-ის და პოლონეთის საბრძოლო თვითმფრინავები. ამას გარდა, ნატო ახორციელებს სადაზვერვო ფრენებს აღმოსავლეთ ევროპაში.
XS
SM
MD
LG