Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ერეკლე კოდუას ბრალი წარუდგინეს


საქართველოს მთავარმა პროკურატურამ სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებისა და სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით თაღლითობის ფაქტზე ბრალი წარუდგინა გენერალ ერეკლე კოდუას, რომელიც წინა ხელისუფლების დროს სპეციალური ოპერატიული დეპარტამენტის დირექტორად მუშაობდა. გამოძიებით დადგინდა, რომ 2008-2009 წლებში ერეკლე კოდუა თავის სამუშაო ოთახში შეხვდა ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენისა და შენახვის ფაქტზე დაკავებულ ბრალდებულ პირებს, რომლებსაც არასაპატიმრო სასჯელზე საპროცესო შეთანხმების გაფორმების სანაცვლოდ სახელწიფოსთვის ძვირადღირებული ავტომანქანების შეძენა დაავალა. საქმეზე გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის იმ მუხლებით, რაც სასჯელის სახით ცხრა წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. „ბრალდებულის საგამოძიებო ორგანოში გამოუცხადებლობის შემთხვევაში, საქართველოს პროკურატურა სასამართლოს მიმართავს პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით, რის შემდეგაც გამოცხადდება ერეკლე კოდუას ძებნა", - ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში.
XS
SM
MD
LG