Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბარაკ ობამა უკრაინელ ხალხს ძლიერ მხარდაჭერას ჰპირდება


აშშ-ის პრეზიდენტ ბარაკ ობამას თქმით, მის მიერ ხელმოწერილი განკარგულება ითვალისწინებს სანქციებს, რაც ძვირად დაუსვამს რუსეთს და ყველა ცალკეულ პირს უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის ხელყოფას. ობამამ ასევე განაცხადა, რომ საერთაშორისო თანამეგობრობა გააკეთებს ყველაფერს, რომ უკრაინელ ხალხს შეუმსუბუქდეს მდგომარეობა. აშშ-ის პრეზიდენტმა გამოსცა განკარგულება, რომელიც იმ 7 რუსი და 4 უკრაინელი მოხელის აქტივების გაყინვას ითვალისწინებს, რომლებსაც კავშირი აქვთ უკრაინის ყირიმის ნახევარკუნძულის ოკუპაციასთან. თეთრი სახლის მიერ გავრცელებული განცხადების თანახმად, სიაში მოხვდნენ უკრიანის დამხობილი პრეზიდენტი ვიქტორ იანუკოვიჩი და ასევე ყირიმის სეპარატისტული ხელისუფლების ორი ლიდერი - სერგეი აქსიონოვი და ვლადიმირ კონსტანტინოვი. რუსეთის ხელისუფლების წევრთაგან, აშშ-ის "შავ სიაში" ვლადისლავ სურკოვის, სერგეი გლაზევის, ლეონიდ სლუცკის, ვალენტინა მატვიენკოს, დმიტრი როგოზინის, ანდრეი კლიშასის და ელენა მაზულინას გვარები ფიგურირებს. დღესვე, ყირიმის ინტერვენციისა და კვირას გამართული რეფერენდუმის გამო, ევროკავშირმა სანქციები დაუწესა უკრაინისა და რუსეთის 21 მოხელეს.
XS
SM
MD
LG