Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აშშ-ის მედია: უშიშროების სამსახური სატელეფონო საუბრებს იწერდა


აშშ-ის მედიის ცნობით, უშიშროების სახელმწიფო სამსახური (NSA) იწერდა სატელეფონო საუბრებს ერთ-ერთ სახელმწიფოში და შემდეგ ამ ჩანაწერებს ინახავდა შესაძლებელი განხილვისთვის. „ვაშინგტონ პოსტი“ არ იტყობიება, რომელ სახელმწიფოზეა საუბარი. გაზეთის თანახმად, მან ინფორმაცია მიიღო ამ სისტემის შესახებ პირებისგან რომლებიც უშუალოდფლობენ ცნობებს და ასევე, დაზვერვის სამსახურის ყოფილი თანამშრომლის, ედვარდ სნოუდენისგან. თვითონ უშიშროების სახელმწიფო სამსახურს (NSA) კომენტარი არ გაუკეთებია.
XS
SM
MD
LG