Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თურქეთში სასამართლო მოითხოვს „ტვიტერის“ აკრძალვის გაუქმებას


თურქეთში სასამართლოს გადაწყვეტილებით, უნდა გაუქმდეს სოციალურ ქსელ „ტვიტერის“ აკრძალვა, რომელიც ტელეკომუნიკაციების მარეგულირებელმა უწყებამ დააწესა. აკრძალვა ხუთი დღის წინ შემოიღეს მას შემდეგ, რაც უწყებამ „ტვიტერი“ დაადანაშაულა კონკრეტული ტექსტის მოხსნის შესახებ სასამართლოს გადაწყვეტილების უგულებელყოფაში. აკრძალვის დაწესებამდე, თურქეთის პრემიერ-მინისტრი რეჯეპ ტაიპ ერდოანი დაიმუქრა, რომ გაანადგურებს „ტვიტერს“, რომლითაც გავრცელდა ბრალდებები თურქეთის მმართველ წრეებში კორუფციის შესახებ. თურქი უფლებადამცველები, იურისტები და წამყვანი ოპოზიციური პარტია სასამართლოებს მოუწოდებენ აკრძალვის გაუქმებისაკენ. რუსეთის პრეზიდენტმა აბდულა გიულმაც კი უარყოფითი დამოკიდებულება გამოხატა „ტვიტერის“ წინააღმდეგ მიმართული ზომის გამო. ნათელი არ არის, დაემორჩილება თუ არა ტელეკომუნიკაციების მარეგულირებელი სააგენტო სასამართლოს გადაწყვეტილებას.
XS
SM
MD
LG