28 მარტს საქართველოს პრემიერ-მინისტრი გამოვიდა ინიციატივით, რომელიც საკონსტიტუციო დონეზე აკრძალავს ერთი და იმავე სქესის ადამიანთა ქორწინებას. რა მიზანს ისახავს ირაკლი ღარიბაშვილის ინიციატივა, რამდენად გამართლებულია ეს ნაბიჯი ანტიდისკრიმინაციული კანონმდებლობის განხილვის ფონზე, როგორია კონტექსტი და რატომ მოჰყვა მას უსწრაფესი კრიტიკა არასამთავრობო სექტორის მხრიდან?
”ანტიდისკრიმინაციული კანონის პროექტი, პირველ რიგში, ასახავს ქართველი ხალხის შემწყნარებლობის ტრადიციას, რითაც საქართველო ცნობილია საუკუნეების განმავლობაში... განსხვავებული რელიგიის, ეთნიკური კუთვნილებისა და განსხვავებული ცხოვრების წესის ადამიანები საუკუნეების განმავლობაში ერთმანეთის გვერდიგვერდ ცხოვრობდნენ მშვიდობიანად”, - განაცხადა 28 მარტს გამართულ მთავრობის სხდომაზე საქართველოს პრემიერ-მინისტრმა და ასევე აღნიშნა, რომ ანტიდისკრიმინაციული კანონმდებლობის დამტკიცება აუცილებელი მოთხოვნაა ევროკავშირთან კიდევ უფრო დაახლოების პროცესის ფარგლებში. ხსენებული კანონპროექტი მალე პარლამენტის განხილვის საგნად უნდა იქცეს.
სწორედ ყოვლისმომცველი ანტიდისკრიმინაციული კანონმდებლობის დამტკიცების აუცილებლობას შეეხება ევროკავშირის ერთ-ერთი რეკომენდაცია, რომელიც ევროპის სამეზობლო პოლიტიკაში მონაწილე ქვეყნების მიღწევების შემფასებელ 2013 წლის ანგარიშშია ასახული. რეკომენდაციის თანახმად, სახელმწიფომ უნდა უზრუნველყოს უმცირესობათა უფლებების დაცვა და ”ნულოვანი ტოლერანტობით” უნდა მიუდგეს სიძულვილის ენისა და ძალადობის გამოვლინებებს უმცირესობათა მისამართით.
ამ კონტექსტში, ერთი შეხედვით, ყველაფერი რიგზეა, თუმცა ვნებათაღელვას იწვევს პრემიერ-მინისტრის ინიციატივა, რომელიც მან ასევე 28 მარტის მთავრობის სხდომაზე და ასევე ანტიდისკრიმინაციულ კანონთან მიმართებით გაახმაურა:
"იქიდან გამომდინარე, რომ შესაძლოა განსხვავებული მიდგომები არსებობდეს, არ უნდა მოხდეს, მე მიმაჩნია, ამ თემით სპეკულირება. ამიტომ დღეს გამოვდივარ ინიციატივით და მივმართავ სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიას, რომ განიხილონ შემდეგი ინიციატივა, რომ მოხდეს კონსტიტუციაში ჩანაწერის გაკეთება, რომლის მიხედვითაც, ოჯახი არის ქალისა და მამაკაცის ერთობა. ასე მოიქცა ლატვია, შარშან კი - ხორვატია, ევროკავშირში შესვლის წინ. მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს არსებული კანონმდებლობით ოჯახი ისედაც განისაზღვრება როგორც ქალისა და მამაკაცის ერთობა, რომ არ მოხდეს არასწორი ინტერპრეტირება, ვფიქრობ, სასურველია ამ ჩანაწერის არსებობა კონსტიტუციაში”.
პრემიერ-მინისტრის ინიციატივას არასაჭიროსა და ”თითიდან გამოწოვილს” უწოდებს ნათია გვიანიშვილი - ორგანიზაცია ”ქალთა ინიციატივების მხარდამჭერი ჯგუფის” პროგრამის დირექტორი. ჩვენთან საუბარში ის ასევე ხაზგასმით აღნიშნავს, რომ ერთი და იმავე სქესის ადამიანების დაქორწინების დაშვება ამ ეტაპზე საერთოდ არ დგას ლგბტ თემის მოთხოვნათა დღის წესრიგში:
”ძალიან სამწუხარო ინიციატივაა და იმედია, რომ მას შედეგი არ მოჰყვება. ანტიდისკრიმინაციული კანონის მოტანა ამ თემასთან აბსოლუტურად არ არის ლოგიკური, რადგანაც კანონში ცხადად წერია, რომ ის არ წარმოშობს ახალ უფლებებს არავისთვის და საქართველოს კანონმდებლობა ისევე განსაზღვრავს ქორწინებას ისე, როგორც განსაზღვრავს. ანუ ჩვენ, ფაქტობრივად, ამით საზოგადოებაში განვითარებისთვის და აზრის ცვლილებისთვის წინასწარ ვკეტავთ გზას”.
ადამიანის უფლებების დაცვაზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციებისთვის ცხადია, რომ ერთი და იმავე სქესის ადამიანების ქორწინების დაკანონებას თავზე არავინ გვახვევს, ეს არ არის ევროკავშირის მოთხოვნა და მეტიც - ამგვარ ქორწინებათა მიმართ არაერთგვაროვანი მიდგომებია იმავე ევროკავშირის ბევრ ქვეყანაში. ასეთი აქცენტები ჩვენთან საუბრისას, პრემიერ-მინისტრის ინიციატივის კონტექსტში, ”ადამიანის უფლებათა სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის” წარმომადგენელმა თამთა მიქელაძემაც დასვა. ამასთან, მან არჩევნების მოახლოებაც შეგვახსენა და ისიც აღნიშნა, რომ მსგავსი თემების პოლიტიკური მიზნებით გამოყენება არამართებულია და რომ ამან შეიძლება დაპირისპირების საფრთხეც გაზარდოს:
”პირველ რიგში, ეს აღრმავებს საზოგადოებაში არსებულ გარკვეულ კონფრონტაციას, რაც, ერთი მხრივ, ლიბერალურად მოაზროვნე საზოგადოებასა და, მეორე მხრივ, კონსერვატიულად მოაზროვნე ნაციონალისტურ და, ხშირად, ფუნდამენტალისტურ ჯგუფებს შორის არსებობს. და ჩვენ, მაგალითად, 17 მაისს დავინახეთ ასეთი კონფრონტაცია რამდენად ძლიერია”.
პრემიერ-მინისტრის ინიციატივა - საკონსტიტუციო დონეზე დადასტურდეს, რომ ოჯახი მხოლოდ ქალისა და მამაკაცის ერთობა შეიძლება იყოს, თამთა მიქელაძის შეფასებით, წარმოადგენს ხელისუფლების მხრიდან ეკლესიის გულის მოგების კიდევ ერთ მცდელობას, რაც ასევე კიდევ უფრო აძლიერებს ეჭვს სეკულარიზმის კრიზისის თაობაზე.

იქიდან გამომდინარე, რომ შესაძლოა განსხვავებული მიდგომები არსებობდეს, არ უნდა მოხდეს, მე მიმაჩნია, ამ თემით სპეკულირება. ამიტომ დღეს გამოვდივარ ინიციატივით და მივმართავ სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიას...ირაკლი ღარიბაშვილი
ამ კონტექსტში, ერთი შეხედვით, ყველაფერი რიგზეა, თუმცა ვნებათაღელვას იწვევს პრემიერ-მინისტრის ინიციატივა, რომელიც მან ასევე 28 მარტის მთავრობის სხდომაზე და ასევე ანტიდისკრიმინაციულ კანონთან მიმართებით გაახმაურა:
"იქიდან გამომდინარე, რომ შესაძლოა განსხვავებული მიდგომები არსებობდეს, არ უნდა მოხდეს, მე მიმაჩნია, ამ თემით სპეკულირება. ამიტომ დღეს გამოვდივარ ინიციატივით და მივმართავ სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიას, რომ განიხილონ შემდეგი ინიციატივა, რომ მოხდეს კონსტიტუციაში ჩანაწერის გაკეთება, რომლის მიხედვითაც, ოჯახი არის ქალისა და მამაკაცის ერთობა. ასე მოიქცა ლატვია, შარშან კი - ხორვატია, ევროკავშირში შესვლის წინ. მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს არსებული კანონმდებლობით ოჯახი ისედაც განისაზღვრება როგორც ქალისა და მამაკაცის ერთობა, რომ არ მოხდეს არასწორი ინტერპრეტირება, ვფიქრობ, სასურველია ამ ჩანაწერის არსებობა კონსტიტუციაში”.
პრემიერ-მინისტრის ინიციატივას არასაჭიროსა და ”თითიდან გამოწოვილს” უწოდებს ნათია გვიანიშვილი - ორგანიზაცია ”ქალთა ინიციატივების მხარდამჭერი ჯგუფის” პროგრამის დირექტორი. ჩვენთან საუბარში ის ასევე ხაზგასმით აღნიშნავს, რომ ერთი და იმავე სქესის ადამიანების დაქორწინების დაშვება ამ ეტაპზე საერთოდ არ დგას ლგბტ თემის მოთხოვნათა დღის წესრიგში:
პირველ რიგში, ეს აღრმავებს საზოგადოებაში არსებულ გარკვეულ კონფრონტაციას, რაც, ერთი მხრივ, ლიბერალურად მოაზროვნე საზოგადოებასა და, მეორე მხრივ, კონსერვატიულად მოაზროვნე ნაციონალისტურ და, ხშირად, ფუნდამენტალისტურ ჯგუფებს შორის არსებობს...თამთა მიქელაძე