Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უკრაინის პრეზიდენტი ამნისტიას სთავაზობს რუსეთის მომხრე აქტივისტებს


უკრაინის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლის, ალექსანდრ ტურჩინოვის განცხადებით, რუსეთის მომხრე დემონსტრანტებს, რომლებსაც ოკუპირებული აქვთ მთავრობის შენობები აღმოსავლეთ უკრაინაში, ამნისტია შეეხება, თუ ისინი იარაღს დაყრიან და შენობებს გაათავისუფლებენ. ტურჩინოვმა 10 აპრილს უთხრა პარლამენტარებს, რომ მზადაა შესაბამისი განკარგულების ხელმოსაწერად. „მზად ვართ, დაუყოვნებლივ განვიხილოთ ადგილობრივი თვითმმართველობის რეფორმა რეგიონული საკრებულოების უფლებამოსილების გასაზრდელად, რაც უნდა მოიცავდეს ადგილობრივი მთავრობის შექმნის უფლებამოსილებასაც. ეს არის პოზიტიური პროცესი და მზად ვართ, ამ გზას დავადგეთ, რათა რეგიონებიც იყვნენ პასუხისმგებელი ქვეყანაში არსებულ ვითარებაზე და მხოლოდ იმაზე არ იყოს საუბარი, კიევში რა ხდება“, განაცხადა ტურჩინოვმა აღმოსავლეთ უკრაინაში შექმნილ ვითარებაზე საუბრისას. რუსეთის მომხრე აქტივისტებს 6 აპრილიდან აქვთ დაკავებული ადგილობრივი ადმინისტრაციის შენობები ქალაქებში ლუგანსკსა და დონეცკში. კიევი და მისი მოკავშირეები რუსეთს ადანაშაულებენ უკრაინის ამ, უმეტესწილად რუსულენოვან ნაწილში არეულობის გაღვივებაში, რათა მიიღოს საბაბი სამხედრო ინტერვენციისა და ტერიტორიის მიტაცებისათვის. მოსკოვი უარყოფს ამ ბრალდებას.
XS
SM
MD
LG