ევროკომისიის პრეზიდენტი ჟოზე მანუელ ბაროზუ მოსკოვს მოუწოდებს, ნუ შეუწყვეტს უკრაინას გაზის მიწოდებას. ბაროზუ ამ მოწოდებით გამოდის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინისადმი წერილობით მიმართვაში, რომლითაც მის წერილს პასუხობს. პუტინი თავის წერილში ბაროზუს აფრთხილებდა, რომ მოსკოვმა შესაძლოა ნაწილობრივ, ან მთლიანად შეწყვიტოს უკრაინისათვის გაზის მიწოდება „უკრაინის მიერ ფულის გადახდის პირობების მორიგი დარღვევის“ შემთხვევაში. მიმდინარე თვეში მოსკოვმა 80%-ით გაუძვირა გაზი უკრაინას და განაცხადა, რომ კიევს 2,2 მილიარდი დოლარის ვალი დაუგროვდა. პუტინისადმი წერილში ბაროზუ აღნიშნავს ასევე, რომ პოლიტიკური გარემოებების მიხედვით კონტრაქტში ცვლილებების შეტანა ეწინააღმდეგება „მხარდაჭერისა და თანამშრომლობის სულისკვეთებას“, რომელზეც საუბარია რუსეთის პრეზიდენტის წერილში. დღეს პუტინმა, მოქალაქეების შეკითხვებზე პასუხისას, განაცხადა, რომ რუსეთი ერთი თვე დაელოდება უკრაინის მიერ გაზის ვალის გადახდის დაწყებას, ვიდრე მისგან მოითხოვდეს გაზის საფასურის წინასწარ გადახდას.
ყველაზე პოპულარული
1