Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აზერბაიჯანში დაკითხვის შემდეგ გაათავისუფლეს ცნობილი უფლებადამცველი


აზერბაიჯანში ცნობილი უფლებადამცველი, ლეილა იუნუსი, დაკითხვის შემდეგ გაათავისუფლეს. პოლიციამ ასევე გაჩხრიკა ბაქოში მდებარე მისი ორგანიზაციის, მშვიდობისა და დემოკრატიის ინსტიტუტის ოფისი. გენერალური პროკურატურის ინფორმაციით, იუნუსი და მისი მეუღლე, არიფ იუნუსი 28 აპრილს ბაქოს აეროპორტში დააკავეს, რადგან ისინი „ქვეყნის დატოვებას ცდილობდნენ“ მას შემდეგ, რაც სისხლის სამართლის საქმეზე მოწმის სახით დაიბარეს პოლიციაში. გენერალურ პროკურატურას საქმის დეტალები არ დაუკონკრეტებია, თუმცა განაცხადა, რომ გამოძიება გრძელდება. იუნუსის თქმით, გამომძიებლებმა მას კითხვები დაუსვეს ჟურნალისტ რაუფ მირკადიროვთან კავშირის შესახებ. მირკადიროვი ამჟამად წინასწარი დაკავების საპატიმროში იმყოფება სომხეთის სასარგებლოდ ჯაშუშობის ბრალდებით. იუნუსი უკვე წლებია აქტიურად მონაწილეობს სახალხო დიპლომატიაში სომხეთის უფლებადამცველებთან.
XS
SM
MD
LG