Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მოსკოვში წითელ მოედანზე ჩატარდა საპირველმაისო აღლუმი


მოსკოვში ათიათასობით ადამიანი შეიკრიბა საპირველმაისო აღლუმზე. 1991 წელს საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ საპირველმაისო აღლუმი პირველად ჩატარდა წითელ მოედანზე. მოსკოვის პოლიციის შეფასებით, ღონისძიებაში 100 ათასზე მეტი ადამიანი მონაწილეობდა. სააღლუმო პროცესიას უძღვებოდა მოსკოვის მერი სერგეი სობიანინი. დემონსტრანტები რუსეთის და საბჭოთა დროშებს აფრიალებდნენ, ზოგს ეჭირა ტრანსპრანტი უკრაინისაგან ყირიმის ანექსიის მხარდამჭერი ლოზუნგებით. საინფორმაციო სააგენტო „ინტერფაქსის“ ცნობით, ორ მილიონამდე ადამიანი მონაწილეობდა რუსეთის სხვა ქალაქებში გამართულ საპირველმაისო აღლუმებში.
XS
SM
MD
LG