Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პენტაგონი - გაგრძელდება აშშ-სა და საქართველოს მჭიდრო თანამშრომლობა თავდაცვის სფეროში


აშშ-ის თავდაცვის მინისტრმა ჩაკ ჰეიგელმა 7 მაისის შეხვედრაზე მადლობა გადაუხადა საქართველოს თავდაცვის მინისტრ ირაკლი ალასანიას ავღანეთში უსაფრთხოების მხარდამჭერ საერთაშორისო მისიაში საქართველოს წვლილის გამო. ჰეიგელმა აღნიშნა აგრეთვე პროგრესი საქართველოს თავდაცვის სფეროში მიმდინარე რეფორმებსა და ნატოსთან ურთიერთქმედების უნარების განვითარებაში. ჩაკ ჰეიგელმა ირაკლი ალასანიას ამ პროგრესის გაგრძელებისკენ მოუწოდა. პენტაგონის წარმომადგენელმა ჯონ კირბიმ თავდაცვის მინისტრების შეხვედრის შესახებ განაცხადა, რომ „ორმა ლიდერმა ისაუბრა აგრეთვე უკრაინაში არსებულ კრიზისზე. მათ მიმოიხილეს რეგიონში მოკავშირეების და მისი პარტნიორების მცდელობები, რომელთა მიზანი საერთაშორისო ვალდებულებების შესრულება და მოსკოვზე დიპლომატიური და ეკონომიკური ზეწოლის განხორციელებაა“. პენტაგონის ინფორმაციით, აშშ-ის თავდაცვის მინისტრმა კიდევ ერთხელ აღნიშნა აშშ-ის საქართველოსთან პარტნიორობის მნიშვნელობა და განაცხადა, რომ ორ ქვეყანას შორის თავდაცვის სფეროში მჭიდრო თანამშრომლობა გაგრძელდება.
XS
SM
MD
LG