Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კიევის განცხადებით, რუსეთის ჯარები საზღვრიდან უკან იხევენ


კიევის განცხადებით, რუსეთის ჯარები 10 კილომეტრით დაშორდნენ უკრაინის საზღვარს - რამდენიმე დღით ადრე უკრაინაში საპრეზიდენტო არჩევნებამდე. მაგრამ უკრაინის ხელმძღვანელობა არ ადასტურებს მოსკოვის განცხადებას ჯარების "სრული" უკანდახევის შესახებ. პენტაგონის 20 მაისის განცხადებით, მას არ უნახავს მტკიცებულება, რომ რუსეთმა სასაზღვრო რეგიონიდან გაიყვანა თავისი 40 000 ჯარისკაცი. უკრაინის ლიდერები დღეს აპირებენ "ეროვნულ დიალოგად" წოდებული მოლაპარაკების მორიგი რაუნდის გამართვას, აღმოსავლეთ უკრაინაში კრიზისის მოგვარების გზებზე სასაუბროდ. მოლაპარაკება გაიმართება სამხრეთში მდებარე ქალაქ ნიკოლაევში.
XS
SM
MD
LG