Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ეგვიპტეში მოკლეს ტერორისტული ჯგუფის ლიდერი


ეგვიპტის უშიშროების უწყების წარმომადგენელთა განცხადებით, მოკლულია სინას ნახევრაკუნძულზე მოქმედი, ალ-ყაიდასთან დაკავშირებული ტერორისტული ჯგუფის ლიდერი მის სამ თანამებრძოლთან ერთად. ეგვიპტის ხელისუფლების ცნობით, შადი ელ-მანაეი, „ანსარ ბეიტ ალ-მაყდის“-ის ლიდერი და მისი თანამებრძოლები დახოცილები იპოვნეს. არსებული ინფორმაციით, ისინი შურისძიების მიზნით უცნობმა შეიარაღებულმა პირებმა მოკლეს. გამოძიების თანახმად, 15-მა შეიარაღებულმა თავდამსხმელმა, რომელიც ადგილობრივ თემს წარმოადგენდა ტერორისტული ჯგუფის ლიდერსა და მის წევრებს თავს დაესხნენ იმ ადამიანების მკვლელობის გამო, ვინც „ანსარ ბეიტ ალ-მაყდისმა“ პოლიციასთან თანამშრომლობის ბრალდების გამო დახოცა.
XS
SM
MD
LG